LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკა ყვავის, ქალაქში გავიარე და ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ეკონომიკის განვითარება სახეზეა – ოლივერ ვარჰეი

127
varhei (1)

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. როგორც ვარჰეიმ აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური მიმართულებით პროგრესი აქვს.

„არსებობს ვიზიტის 2 ძირითადი მიზეზი“ - საქართველოს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სტუმრობს

ვიზიტის ფარგლებში​ დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროკომისრის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.

“წელიწადზე მეტი იქნება, რაც წინა ჯერზე ვიყავი ჩამოსული. ვხედავ განვითარებას, ეკონომიკა ყვავის, ქალაქში გავიარე და ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკის განვითარება სახეზეა. პროგრესი არსებობს საქართველოში, წინსვლა შეიმჩნევა ეკონომიკაში. მე ჩამოვედი როგორც ევროკომისარი სამეზობლო საკითხებში და გაფართოების საკითხებში, ეს პირველად არის ამ რანგში, არა მარტო სამეზობლო, არამედ გაფართოების მანდატითაც ჩამოვედი”, – აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

როგორც ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყანაში “ყველა მიმართულებით პროგრესია და ბიზნესი გააქტიურებულია.

“ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად აღდგა პანდემიის შემდეგ. შარშან საკმაოდ სწორი და გონივრული ნაბიჯები გადავდგით, გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წელსაც, ამ გამოწვევების და რთული მდგომარეობის მიუხედავად, ორნიშნა ზრდა გვაქვს და 9 თვეში 100 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ყველა მიმართულებით პროგრესი გვაქვს, იქნება ეს ტურიზმი, ეკონომიკა, ექსპორტი. მთელი ინდუსტრია და ბიზნეს სექტორი გააქტიურებულია”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სტუმრობს და ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები