Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ეკომ“ საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეკომ“ საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო

33

საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო და ამიერიდან “ეკოს” ავტოგასამართ სადგურზე ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში ახალი თაობის, ევროპული სტანდარტის „ეკო რეისინგი 98“ (სუპერი), „95 ეკონომი“ (პრემიუმი) და „დიზელ ეკონომი“ (ეკო დიზელი) ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, მეტი კილომეტრი განვლონ თითოეულ ლიტრზე და შესაბამისად, შეამცირონ საწვავის ხარჯი, 15%-ით შეამცირონ ავტომობილის ძრავის ხმაური, მნიშვნელოვნად შეამცირონ გამონაბოლქვი და გაუფრთხილდნენ გარემოს.

როგორც ”ფორტუნას” ”ვისოლ ჯგუფიდან”აცნობეს, „ეკოს“ ახალი თაობის საწვავი უზრუნველყოფს ავტომობილის მიერ მაქსიმალური სიმძლავრისა და სიჩქარის განვითარებას, იცავს ძრავს, ასუფთავებს სარქველებს დაგროვილი ნადებისაგან, წმინდავს საწვავის წვისა და მიწოდების სისტემებს და იცავს მათ კოროზიისაგან. „ეკოს“ საწვავი არ შეიცავს ტეტრაეთილტყვიას და მასში გოგირდის შემცველობაც კიდევ უფრო მეტად არის შემცირებული. შესაბამისად, „ეკოს“ საწვავი გაცილებით სუფთაა, სუფთა საწვავი კი ძრავის მუშაობას აუმჯობესებს, რაც თავისთავად მეტი კილომეტრის გავლის და საწვავის ხარჯის მეტი ეკონომიის საშუალებას აძლევს მძღოლს.

შეგახსენებთ, “ვისოლმა” „საბერძნეთის პეტროლიუმთან“, საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება 2017 წელს გააფორმა და საქართველოში “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო. ხელშეკრულების საფუძველზე „ვისოლმა“ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე „ეკოს“ ბრენდი დააბრუნა, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში საწვავის ხარისხის ეტალონად იყო მიჩნეული.

„საბერძნეთის პეტროლიუმი“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული ჯგუფია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ გადამამუშავებელ ქარხნებს ფლობს. „ეკოს“ ბრენდი საბერძნეთის გარდა, სადაც კომპანია 17 000 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს, წარმოდგენილია კვიპროსში, მონტენეგროში, სერბეთში, ბულგარეთში და ახლა უკვე საქართველოშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები