LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკოლოგიურ Toyota-ს საწვავს გზად დააწევენ

16

Toyota-ს ავსტრალიურმა განყოფილებამ წყალბადზე მომუშავე Mirai-სთვის საწვავის მობილური სადგური შეიმუშავა. ეკოლოგიურად სუფთა მოდელებისთვის საწვავის სადგურის ფუნქცია დიზელის 12.9 ლიტრის მოცულობის ძრავის მქონე სატვირთო ავტომობილს მიენიჭა.

ამ გზით კომპანია Toyota-მ წყალბადის დასატენი სადგურების არარსებობის პრობლემა გადაჭრა. ამასთან, მოდელი Mirai ავსტრალიის ბაზარზე წარმოდგენილი არ არის – რამდენიმე ეკზემპლარი ავსტრალიაში მხოლოდ ”წყალბადომობილის” მარკეტინგული კამპანიისთვის გადაადგილდება.

Toyota Mirai 2014 წელს გამოჩნდა, ის 153 ძალიანი აგრეგატით არის აღჭურვილი, რომელიც ენერგიას წყალბადისა და ჟანგბადის ქიმიური რეაქციის შედეგად იღებს. ავტომობილის სრულს დატენვას ხუთი წუთი სჭირდება.

წყალბადზე მომუშავე ავტომობილი აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები