გერმანიის ეკოლოგიის მინისტრი „ტესლადან“ „მერსედესზე“ გადავიდა. გამოცემა „Electrek”-ის ინფორმაციით, კრისტინ შულცს ელექტრომობილი Tesla Model S თავისი წინამორბედისგან მემკვიდრეობით ერგო, თუმცა გადაწყვიტა, რომ მასზე უარი თქვას. ყოფილმა მინისტრმა იოჰანეს რემელმა ამერიკული ავტომობილი გასულ წელს შეიძინა. ეს იყო მოდიფიცირებული model S, რომელიც 110 ათასი ევრო ღირდა. ახალმა მინისტრმა კი ავტომობილი თანამდებობის დაკავებიდან 2 თვეში შეცვალა. ჩინოვნიკის განცხადებით, ელექტრომობილს მაქსიმუმ 300 კილომეტრის გავლა შეუძლია და შემდეგ ხანგრძლივი დამუხტვა სჭირდება, რაც ძალიან არაკომფორტულია. სწორედ ამიტომ, პოლიტიკოსი ჰიბრიდული S-კლასით -S 500-ით ივლის. საინტერესოა, რომ აღნიშნული ავტომობილის ღირებულება 102,5 ათასი ევროა.