LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკოაქტივისტებმა ვენეციის არხებში წყალი მწვანედ შეღებეს

123
184803569-7130cc88-d041-494e-874c-bc8a0bae4cba

მოძრაობა Extinction Rebellion-ის აქტივისტებმა ვენეციის არხებში წყალი ღია მწვანედ შეღებეს.

კლიმატური ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ გზით მათ კლიმატის დაცვის საკითხში პროგრესის არ არსებობა გააპროტესტეს.

აქტივისტებმა უვნებელი საღებავი გამოიყენეს და გრანდ კანალში წყალი თავის ბუნებრივ ფერს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება. ტელეარხი Rainews-ის ინფორმაციით, მსგავსი აქციები გაიმართა იტალიის სხვა ქალაქებშიც – რომში, მილანში, ტურინსა და ბოლონიაში.

დუბაი კლიმატურ სამიტს მასპინძლობს და მთავარი თემა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაა. მასში მონაწილეობას 160 ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ და მათი მიზანი ახალი გლობალური მიზნების დასახვაა.

გასული სხდომების ფარგლებში განვითარებადი ქვეყნებისთვის ზარალის ანაზღაურების ფონდის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. ფონდის მთავარი იდეა არის ფინანსური მექანიზმის შექმნა, რომელიც შედარებით რთულ მდგომარეობაში მყოფ დასახლებებს კლიმატის ცვლილების გამო წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში უნდა დაეხმაროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები