LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკო ფანგანი და გია ჯაჯანიძე პირდაპირ ეთერში დაქორწინდნენ

60

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, „დღის შოუს“ წამყვანებმა, გია ჯაჯანიძეზე გაათხოვეს. ასე გადაწყვიტეს გამოხმაურებოდნენ ქორწილებისა და თაფლობის თვის სეზონს და ორიგინალური ქორწილი მოეწყოთ მისთვის. თავიდან ეკომ არ იცოდა, ვინ იყო სიძე და გადაცემის მეორე ნაწილში „სხვა რაკურსის“ წამყვანი, გია ჯაჯანიძე გამოეცხადა.

თუკი სიძე არ გამოჩნდებოდა, ნანიკო ხაზარაძე მზად იყო, ეკოსთვის ხელი თავად ეთხოვა, მაგრამ გია ჯაჯანიძე, მიუხედავად სამი ქორწინებისა, მაინც მივიდა მეოთხედ „დასაქორწინებლად“. „სხვათა შორის, ძალიან კარგი ფეხი მაქვს. შეიძლება, ჩემ მერე ისე მაგრად გათხოვდე, რომ აქეთ შემინახო“ – განუცხადა საქორწინო კაბაში გამოწყობილ ეკოს მომავალმა „მეუღლემ“.

ეკომ თაიგულიც ააგდო, რომელიც სოფო ნარჩემაშვილმა დაიჭირა.

https://www.youtube.com/watch?v=0EE5-uGMj-g

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები