LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკლესიის მხრიდან ვაქცინაციაზე განცხადებამ, შესაძლოა, მოსახლეობაში უფრო ნეგატიური განწყობა გამოიწვიოს: ვატო სურგულაძე

59
ვატო-სურგულაძე

პარტია “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი და ჯანდაცვის ექსპერტი, ვატო სურგულაძე ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისთვის ვაქცინაციის საკითხე მიმართვა შეცდომა იყო. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ეკლესიამაც შესაბამისი პასუხი გააჟღერა. 

“ლელოს” წევრი ამ შინაარსის განცხადებით, დღეს საპარტიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც,  ეკლესია ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებით პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

სურგულაძის აზრით, ეკლესიის მხრიდან აღნიშნულმა განცხადებამ, შესაძლოა, მოსახლეობაში უფრო ნეგატიური განწყობა გამოიწვიოს.

“ვფიქრობ, ეს უფრო ნეგატიურ გავლენას გამოიწვევს, ვიდრე დადებითს. სულ არ იყო საჭირო ეკლესიას ვაქცინაციის პროცესზე რაიმე კომენტარი გააკეთებინა, არ არის ამის საჭიროება, სხვა გზები და სხვა მეთოდები არსებობს, რომ ვაქცინისადმი უნდობლობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ეკლესიის საქმე არ არის ვაქცინის პროპაგანდა. გუშინდელი მიმართვა არანაირად არ იყო საჭირო, არ გამოვრიცხავ, რომ ამით შეიძლება გაცილებით უარესი შედეგი მიიღონ”.- აღნიშნა ჯანდაცვის ექსპერტმა.

ეკლესია ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში პასუხისმგებლობას ვერ აიღებს: ანდრია ჯაღმაიძე