“სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში, ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში, ასე რომ ჯერ ყველაფერი წინ არის”,- ასე პასუხობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, რატომ უსმენენ სასულიერო პირებს.
როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, ეკლესიის წინააღმდეგ გარკვეული ჯგუფების მხრიდან ბრძოლა მიმდინარეობს და ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
“გამოძიების შედეგები აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება,” – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
“მე რა შუაში ვარ?! მე ჩემს თავს ვერ დავიბარებ გამოკითხვაზე” – სუს-ის უფროსი ფარულ ჩანაწერებზე