LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეკლესიაში დაუშვებელია პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და ზიარებაზე არდაშვება” – დეკანოზ ლუკას მკაცრი გაფრთხილება მიეცა

135
1

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ეხმიანება რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ხელვაჩაურის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის დეკანოზმა ლუკა მიქაბერიძემ ამავე ტაძრის მრევლი, სავარაუდოდ,  “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერის გამო არ აზიარა.

როგორც ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეპარქია არსებული ვითარებით დაინტერესდა, რაც დეკანოზმა ლუკამ ნაწილობრივ დაადასტურა და მას მღვდელმთავრისგან მკაცრი გაფრთხილება მიეცა:

“22 იანვარს, სამაუწყებლო ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში გავიდა სიუჟეტი ხელვაჩაურის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის დეკანოზ ლუკა მიქაბერიძეს და ამავე ტაძრის მრევლის რუსუდან თავართქილაძეს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომ ეს უკანასკნელი მოძღვარმა არ აზიარა ენმ-ის მხარდაჭერის გამო და მიზეზად “მ. სააკაშვილის სექტის” მომხრეობა დაასახელა.

ეპარქია დაინტერესდა არსებული ვითარებით, რაც დეკანოზმა ლუკამ ნაწილობრივ დაადასტურა (ეს გასული სიუჟეტიდანაც ჩანს).

დეკანოზ ლუკას მღვდელმთავრისაგან მიეცა მკაცრი გაფრთხილება, თუმცა აღნიშვნის ღირსია ქალბატონი რუსუდანისა და მისი მეუღლის მხრიდან აგრესიული და პროვოკაციული გამოსვლები, რასაც ადასტურებენ სამრევლოს სხვა წარმომადგენლები.

ქალბატონი რუსუდანის მეუღლის მხრიდან განხორციელდა ზარი სამღვდელმთავრო რეზიდენციაში მუქარით, რომ თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, ისინი რევოლუციას მოაწყობდნენ ეკლესიაში.

მიუხედავად ამისა, ასეთი დამოკიდებულება გარკვეული სასულიერო პირების მხრიდან ყოვლად დაუშვებელია, რადგან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და პოლარიზებულ მდგომარეობას და მის დამშვიდებას ეს ხელს არ შეუწყობს.

ეკლესიაში ყოვლად დაუშვებელია პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და საღმრთო ზიარებაზე არდაშვება, აგრეთვე ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი მოწოდებები, რომელი პარტიისაც უნდა იყოს ის.

მივმართავ ეპარქიის სამღვდელო დასს, ყველა ღონე ვიხმაროთ ქვეყნისა და ამ ქვეყნის მკვიდრთა ერთიანობისთვის, რადგან ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი ჰყოფს” – აღნიშნულია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები