დავით გარეჯის სადავო მიწებთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქიის წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი ბოდბის ეპისკოპოსმა, მამა იაკობმა გააკეთა და აღნიშნა, რომ დავით გარეჯის ტერიტორია საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის, ხოლო იმ რუქამ, რომელსაც ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა იყენებდნენ, საქმეში ბუნდოვანება შეიტანა. მუეფე აცხადებს, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ დაკავებაში წვლილი საპატრიარქოს არ მიუძღვის.
“თუ ღალატს აქვს ადგილი, დაცვა არ გამოვა. თუ აბრალებ ადამიანს, ეგ კიდევ უარესი. ჩვენ რასაც ვამბობთ, სულ ასე ხომ არ გვიჯერებენ, თუ რაღაც საბუთები არა აქვთ. პროკურატურის ნაცვლად ვერ გაგცემთ პასუხს. მამა კირიონმა შეიძლენბა მოითხოვა, რომ გარეჯის საკითხს წესიერად მიუდექითო, მაგრამ მერე გამოძიება წავიდა. ეკლესია არავის არ ვაჭერინებთ, კაცს თუ იჭერენ, თუ დამნაშავეა თავის გამო იჭერენ, თუ დამნაშავე არ არის, მაგიც გამოჩნდება. კომისიიდან ტყუილად ხომ არ ჩახსნიდნენ. ეს ტერიტორია არის საქართველოსი, ის რუქები რომელსაც ივერი და ის ქალბატონი იყენებდა, იყო ბუნდოვანება ტერიტორიებთან დაკავშირებით. პროფესიონალები არიან მაგრამ, განზრახვა არ ვიცი” – განაცხადა მეუფე იაკობმა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ამისთანა ბრალდებით, ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია: ივერი მელაშვილი
ყველაფერს აკეთებენ აჩვენონ, რომ აი, მონსტრია სააკაშვილი, თურმე ტერიტორიებს ყიდდდა, არ არის ეს რეალობა: კაპანაძე