LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკიპმა წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

93

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა 2017 წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. თავდაპირველად, ჟურნალისტებმა პოზიციების მიხედვით კანდიდატები შეარჩიეს, რის შემდეგაც, მკითხველებმა ხმის მიცემით გამოავლინეს საუკეთესოები.

გამოკითხვაში მონაწილეობა დაახლოებით 150 ათასმა ადამიანმა მიიღო და მათ სიმბოლური ნაკრები ასეთი შემადგენლობით შეადგინეს:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”);

მცველები: დანი ალვეში (პსჟ), სერხიო რამოსი (“რეალი”), სამუელ უმტიტი (“ბარსელონა”), მარსელო (“რეალი”);

ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (“რეალი”), ნგოლო კანტე (“ჩელსი”);

განაპირა თავდამსხმელები: ლიონელ მესი (“ბარსელონა”), ნეიმარი (პსჟ);

ცენტრალური თავდამსხმელები: ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”), კრიშტიანო რონალდო (“რეალი”).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები