LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე ტიკარაძე პანდემიის მართვის პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას 10 ქულიდან 8-9 ქულით აფასებს

91
Untitled

„იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს საქართველო და კერძოდ, ჯანდაცვის სისტემა დგას, მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების მიერ განხორციელებული საქმიანობები 10-ბალიანი სისტემიდან, 8-დან 9 ბალამდე ქულას იმსახურებს“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აღნიშნა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ პარტნიორი ქვეყნები საქართველოში მიმდინარე პროცესებს პანდემიის მართვის თვალსაზრისით დადებითად აფასებენ, მინისტრის სიტყვებით „შეიძლება რომ გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომ ჩვენც შევძლოთ და შევაფასოთ ჩვენი თავი“.

„ყოველთვის მეუხერხულება იმის თქმა, თუ როგორ შევაფასებ ჩვენს სამინისტროში ჩვენს მენეჯმენტს, თუმცა, მე არაერთხელ მომისმენია, თუ რამდენად დადებითად აფასებენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები საქართველოში მიმდინარე პროცესებს, თუ როგორ ვმართავთ პანდემიას და აქედან გამომდინარე, ალბათ, შეიძლება დროულიც იყოს უკვე, რომ გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომ ჩვენც შევძლოთ და შევაფასოთ ჩვენი თავი.

არ მინდა ჩვენ დაგვავიწყდეს, თუ რომელ სახელმწიფოში ვიმყოფებით. ეს არის საქართველო, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან მყიფე მდგომარეობა ყველა მიმართულებით, სადაც ჩვენ ოპონენტების მხრიდან ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ჯანსაღ კრიტიკას ან არა სურვილს იმისას, რომ დავსხდეთ ერთ მაგიდასთან და ვიმსჯელოთ, თუ რა შეიძლება იყოს საუკეთესო გამოსავალი და აქედან გამომდინარე, არ რთულ პერიოდში, ამ რთული მოცემულობით, რომელიც ჩვენ საქართველოში გვაქვს, ნამდვილად შევძელით მაქსიმუმი იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ჯანდაცვის სისტემა იყო და არის დღეს საქართველოში და თუ რამდენ რეფორმას და რამდენ ცვლილებას საჭიროებს ის“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები