ეკატერინე ტიკარაძე „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია bm.ge-ის თავად ეკატერინე ტიკარაძემ დაუდასტურა.
ამასთან, ტიკარაძე რჩება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულებით. ის ხელმძღვანელობს ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, სასწავლო ჰოსპიტლისა და მედიცინის სკოლის პროექტებს, რომელიც უნივერსიტეტში ხორციელდება.
2019-2021 წლებში ეკატერინე ტიკარაძე იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. მან მინისტრის პოსტი 2021 წლის ბოლოს დატოვა.
მანამდე კი, 2015–2019 წლებში იკავებდა გენერალური დირექტორის პოზიციას „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“. ხოლო, 2008-2013 წლებში, კი შვეიცარიაში, მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების კონსულტანტად მუშაობდა.