LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მზად არის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრას

153
tikaradzeee (2)

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინით საჯაროდ აიცრება. ამის შესახებ მან “რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა სტრატეგია, ავცრილიყავით სხვადასხვა ვაქცინით. ჩინურ ვაქცინაზე არაერთი მითია და გადაწყვეტილი იყო, რომ მე ამ ვაქცინით ავცრილიყავი. თუმცა, დღეს მიმდინარეობს შეჯერების პროცესი, თუ რა სახეს მიიღებს კამპანია, რადგანაც, რაც იყო დაგეგმილი, შესაძლოა, დღესდღეობით აღარ იყოს საკმარისი, მოსახლეობა დავარწმუნოთ ვაქცინის სანდოობაში. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ორშაბათს მოვახსენებთ საზოგადოებას, რა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, მზად არის თუ არა, აიცრას და თანაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, ტიკარაძემ განაცხადა: „დიახ, მათ შორის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები