LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე ტიკარაძე: 2022 წელს თბილისის და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება გათანაბრდება

79
ეკატერინე ტიკარაძე

„2022 წელს თბილისის და რეგიონების ანაზღაურება გათანაბრდება“, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ხელფასების გათანაბრებასთან ერთად  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების პროცესიც გაგრძელდება.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ყოველწლიურად 60-80 ერთეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის განახლებას გეგმავს.