Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ეკა წივწივაძე: „ჩემი გუშინდელი პოსტის შემდეგ, დღეს პირადში, უცნობმა ქალბატონმა სოხუმიდან ჩემი სახლის ფოტო ჩამიგდო…“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა წივწივაძე: „ჩემი გუშინდელი პოსტის შემდეგ, დღეს პირადში, უცნობმა ქალბატონმა სოხუმიდან ჩემი სახლის ფოტო ჩამიგდო…“

21802
ეკა წივწივაძე

„პალიტრანიუსის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ეკა წივწივაძე კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს, რომელიც აფხაზეთში მის სახლს ეხება და აღნიშნავს, რომ მის წინა სტატუსს მშობლიური რეგიონიდან გამოეხმაურნენ და უცნობმა ქალბატონმა სოხუმში მდებარე მისი სახლის ფოტო გამოუგზავნა…

[related_news id=”641486″ align=”left”]

ეკა წივწივაძე:

„ჩემი გუშინდელი პოსტის შემდეგ, დღეს პირადში, უცნობმა ქალბატონმა სოხუმიდან ჩემი სახლის ფოტო ჩამიგდო…

აქ შემიძლია, უსასრულოდ გრძელი ემოციური პოსტი დავწერო, მაგრამ ზოგჯერ სიტყვები საჭირო სულაც არ არის.

დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაგიკარგავთ ნივთი, რომელიც სულ გახსოვთ/გენანებათ.

ჩვენ დავკარგეთ ცხოვრება… უკეთესი თუ უარესი, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ძირი, ფუძე,ფესვი…

ერთი წუთით წარმოიდგინეთ:  ვერასდროს გაიაროთ თქვენს საყვარელ ქუჩაზე, ვერ შეხვიდეთ იმ კაფეში რომელიც გიყვართ, ვერ მიხვიდეთ მშობლების საფლავებთან, ვერ გაიქცეთ ადგილზე, რომელიც ცუდი განწყობის გადასაგორებლად გაქვთ შერჩეული…

შეიძლება, პესიმისტურია, მე არ მჯერა, რომ მე დავბრუნდები, მაგრამ არასდროს არც ერთი ადგილი არც ერთ ქალაქში არ იქნება უფრო მშობლიური, ვიდრე ეს დანგრეული კედლები…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები