LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა სეფაშვილი: „ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა მიგრაციას, არამედ არალეგალურ მიგრაციას“

132
BeFunky-collage (4)

„არ ვფიქრობ რომ ეს არის საგანგაშო მოვლენა იმიტომ, რომ ემიგრაცია არის ის თემატიკა, რომლის შესახებაც მეცნიერებსაც არ აქვთ ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბებული, დადებითი მოვლენაა ეს ქვეყნისთვის თუ უარყოფითი“ – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი, ეკა სეფაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც საქართველოს 10-დან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს.

NDI-ის კვლევა: 10-დან 1 მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს

გადაცემაში „დღის თემა“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ სახელმწიფომ უნდა მოამზადოს ბაზა ლეგალური მიგრაციისთვის.

„ემიგრაციას და მიგრაციას თან ახლავს უამრავი პოზიტიური და უამრავი უარყოფითი შედეგი, გააჩნია რა კუთხიდან შევხედავთ ამას. რა თქმა უნდა, არ არის კარგი, როდესაც ქვეყნიდან მოსახლეობა გადის, თუმცა, კარგია, როდესაც ეს მოსახლეობა უკან ბრუნდება აღჭურვილი ახალი უნარებით და ახალი ცოდნით. ამიტომ, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მიზანია, რომ მოამზადოს ბაზა ლეგალური მიგრაციისათვის, რათა ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცულები ჩვენი სახელმწიფოს მიერ. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა მიგრაციას, არამედ არალეგალურ მიგრაციას“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დღესვე „ხალხის ძალის“ ლიდერმა  გადაცემაში „დღის თემა“ თქვა, რომ NDI-ის კვლევები მისთვის ნაკლებად სანდოა.

„NDI-ის კვლევა ჩემთვის ნაკლებად სანდოა, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ მაქსიმალურად გაყალბებული კვლევის შედეგებმაც კი აჩვენა, რომ ერთპიროვნულად ლიდერობს მმართველი პარტია. ის, რომ 61 პროცენტი გადაუწყვეტელია და მათ შეხედულებებს არ ემთხვევა არცერთი პარტია ეს ე.წ მიგნება საეჭვოდ მიმაჩნია. მე, როდესაც ჩავხედე მათ კითხვარს, კითხვები შედგენილია ისე, რომ იგი ნაწილობრივ კარნახობს რესპონდენტს პასუხს, რაც არ არის სწორი. როგორ წესი, ასეთი გამოკითხვები თუ მაქსიმალურად ობიექტურად და  მაქსიმალურად შემთხვევითი შერჩევით არ არის ჩატარებული, ნაკლებად იძლევა რეალურ სურათს“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები