LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მიშველაძის ქალიშვილს გარეთ გასვლის ეშინია

2191

მომღერალი მაკო კვიტაიშვილი, რომელიც ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს შვილი გახლავთ, ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს.

მაკო პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის შემდეგ როგორ გადაიტანა მათმა ოჯახმა რთული დღეები:

„ყველანაირად ვცდილობდი, დედა გამემხნევებინა, რადგან ეს ძალიან მჭირდებოდა. ჩემგან ლამაზი არ იქნება, გამოვხტე და ამ თემაზე დავწიყო ლაპარაკი. ხომ იცით, როგორ ხდება, მერე განხილვა მოჰყვება ჩემს ნათქვამს.

საწყენია, რომ საქართველოში ასეთი ფაქტები ხდება. არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკოსს ემართება თუ რიგით მოქალაქეს, ცუდია, როდესაც ქვეყანაში დაუცველად გრძნობ თავს. მეშინია გარეთ გასვლის, რადგან შეიძლება, ვიღაცამ ქვა მომარტყას თავში, ბევრი გაბოროტებული ადამიანია“.

მაკო ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის რთული იყო, როდესაც დედამ უთხრა, რომ თხოვდებოდა – „დედის მიმართ ძალიან ეგოისტი ვარ, ჩემთვის რთული იყო, როცა ეს მითხრა, მაგრამ დედა იმდენად ბედნიერია, ისე ანათებს, ისეთი შეყვარებულია, როგორ შეიძლებოდა, ეს ფაქტი ცუდად მიმეღო?“

მაიკო ამბობს, რომ თავიდან ბუკა პეტრიაშვილზე ეჭვიანობდა, ახლა კი ისინი ძალიან ახლო მეგობრები არიან…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები