ალექსი პეტრიაშვილის ცოლი ამბობს, რომ დანაშაულის ჩამდენი აუცილებლად უნდა იყოს ციხეში. ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს თქმით, თავდასხმის დეტალები მან არ იცის.
“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიცია უზუსტესად გამოიკვლევს რა და როგორ მოხდა და აუცილებლად დაისჯება დამნაშავე. ის ვინც ეს ჩაიდინა აუცილებლად უნდა იყოს ციხეში. უახლოეს მომავალში ველოდებით პასუხებს კითხვებზე, რატომ და რისთვის მოხდა ეს ყველაფერი”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.