LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მიშველაძე მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო პროკურატურაში დაიბარეს

52

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე პროკურატურაში დაიბარეს.

მიშველაძემ გადაცემა „არჩევანის“ ეთერში განაცხადა, რომ მას და ალექსი პეტრიაშვილზე ფოტოების გარდა, ვიდეოჩანაწერებიც არსებობს.

“ეს იყო ყველაფერი ერთად. მე, პირადად, ნანახი მაქვს ჩვენი ვაიბერმიმოწერა და ეს მიმოწერა მოხვდა ერთი ადამიანის ხელში, რომლის ხელშიც არ უნდა მოხვედრილიყო. გამოსაძიებელი აქ ძალიან ბევრი რამეა. ჩვენ არამარტო ფოტოებს გვიღებდნენ, არამედ ვიდეომასალაც არსებობს, სავარაუდოდ, რაღაც მსგავსი, რითაც ემუქრებოდნენ ჩემს კოლეგას, ინგა გრიგოლიას,“ – განაცხადა ეკა მიშველაძემ „არჩევანის პირდაპირ ეთერში და დასძინა, რომ “ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას”.

მიშველაძე პროკურატურაში მისვლას და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

რა სტატუსით არის ის დღეს დაბარებული, როგორც ამბობს, მისთვის არ განუმარტავთ.

“პროკურატურაში დილით 11 საათზე ვარ დაბარებული, არ ვიცი კონკრეტულად რა სტატუსით. ერთი რამ ვიცი, რომ საუბარი იქნება სწორედ მიყურადებაზე და თვალთვალზე,“ – აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები