LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ხარხელი სმენის დაქვეითების შესახებ, რომელსაც ომიკრონი იწვევს: „ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის…“

2073
ეკა ხარხელი

ნეიროოტოლოგი, პროფესორი ეკა ხარხელი მარი მალაზონიას გადაცემასთან საუბრისას ომიკრონის შესახებ ახალ და საინტერესო ინფორმაციას უზიარებს მაყურებელს და აღნიშნავს:

„თავბრუსხვევა, ვერტიგო, რომელიც 28%-ს იკავებს და დამახასიათებელია ომიკრონის დროს, ამ პანდემიისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩივილი. ეს დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს მწვავე პერიოდში, პოსტ კოვიდურ პერიოდში, მათ შორის, გრძელი კოვიდის, 12 კვირის შემდეგაც. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის:  ჭეშმარიტი თავბრუსხვევა, რომელიც არის მოძრაობის ილუზია, კიდევ არის სივრცეში დეზორიენტაცია და გაბრუება, ასევე დისბალანსი, როდესაც ვკარგავთ წონასწორობას და არის კიდევ შემთხვევა, როდესაც გვაქვს გარშემო საგნების რყევის შეგრძნება. კოვიდინფექციასთან დაკავშირებით კიდევ იმის თქმა შეიძლება, რომ ჩვენი თუ ჩვენი უცხოელი კოლეგების დაკვირვებით, აუდიო ვესტიბულარული დარღვევების აბსოლუტური  მაჩვენებელი დიდად არ შეცვლილა, მაგრამ გამოიკვეთა გარკვეული ტენდენციები კოვიდით გამოწვეულ პათოლოგიებს შორის: აუდიო ვესტიბულარული დარღვევებს შორის ძირითადად ხდება სენსონევრალური სმენის დაქვეითება, ასევე ტინიტუსი, იზოლირებული ან სმენის დაზიანებასთან ასოცირებული და თავბრუსხვევა, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა სახით. საერთოდ, ვესტიბულარული დარღვევებიდან გამოიკვეთა კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუსხვევა, ფსიქოგენური თავბრუსხვევა (პოზის ცვლილებასთან დაკავშირებული აღქმითი ფენომენი), ვასკულური გენეზის თავბრუსხვევები. ეს ვირუსი ამ მხრივაც არის ვერაგი…“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები