ეკა ჩხეიძე მამას, დიდ ქართველ რეჟისორს, თემურ ჩხეიძეს ჟურნალ „გზასთან“ იხსენებს:
„ცხოვრება გრძელდება… მამასთან სპექტაკლზე ვმუშაობდით, გაჩერება მოგვიხდა და დღემდე მაქვს შეგრძნება, რომ ისევ უნდა გავაგრძელოთ. რადგან ჩვენ ერთად არ ვცხოვრობდით, ალბათ უფრო ამიტომ მგონია, რომ სადღაც არის, სხვა სახლში, ვნახავ და ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდება – იქნება ეს შემოქმედებითი ცხოვრება, რეპეტიციები და ასე შემდეგ… კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლი – „გრონჰოლმის მეთოდი“ უკვე ათი წელია გადის, როდესაც ამ სპექტაკლში ვთამაშობ, სულ მგონია, რომ პარტერში ისევ იმ ადგილას ზის…“
ეკა ჩხეიძე: „დღეიდან სხვა სამყაროში დადგამ სპექტაკლებს, მშვიდობით, მა…“
ვიდეო: რატომ თქვა უარი მსახიობობაზე ეკა ჩხეიძის ქალიშვილმა: „დედაჩემის ყველა როლი ზეპირად ვიცი…“