LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ჩხეიძე: ძალიან გულნატკენი ვარ – თქვენი აზრით, თუ „ნაცი“ არ ვარ, „ქოცი“ ვარ, ან თუ „ქოცი“ არ ვარ, აუცილებლად „ნაცებს“ ვეთაყვანები?

1171
Untitled design - 2022-02-15T173938.081

ეკა ჩხეიძე: ძალიან გულნატკენი ვარ – თქვენი აზრით, თუ „ნაცი“ არ ვარ, „ქოცი“ ვარ, ან თუ „ქოცი“ არ ვარ, აუცილებლად „ნაცებს“ ვეთაყვანები?

მსახიობი ეკა ჩხეიძე „ფორმულაზე“ გადაცემა „ყვითელი ყუთს“ აღარ წაიყვანს.

ეკა „ფორმულადან“ წამოსვლის მიზეზებზე არ საუბრობს,  ვრცლად საუბრობს იმაზე, რომ გულნატკენი და იმედგაცრუებულია.

ეკა ჩხეიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ძალიან გულნატკენი ვარ, გულაცრუებულიც და მინდა გაგიზიაროთ.
თქვენი აზრით, თუ „ნაცი“ არ ვარ, „ქოცი“ ვარ, ან თუ „ქოცი“ არ ვარ, აუცილებლად „ნაცებს“ ვეთაყვანები? არ შეიძლება, ჩემი საქმე ვაკეთო ისე, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვეკუთვნოდე?

გუშინ, ერთმა საკმაოდ გავლენიანმა პიროვნებამ, მითხრა: ,,ფორმულას გამო მაგარ შარში ხარო”!

მინდა ამ ადამიანს ვუპასუხო:

1- მე ვარ მსახიობი და საარსებოდ მჭირდება შემოსავალი( თეატრის ხელფასზე 1 თვეც არ გამყოფოთ ღმერთმა)
დიდი მადლობა წამყვანობის გამოცდილებისთვის ჩემს დამსაქმებელს, მითუმეტეს ,,გაყინული თეატრების” პერიოდში ეს ჩემთვის ძალიან დროული და საჭირო იყო.( გაჩერება მსახიობისთვის მომაკვდინებელია)

2-ფორმულაზე მიმყავდა ,,ყვითელი ყუთი” და არა პოლიტიკური თოქ-შოუ. (თუმცა, დღეს „ფორმულაზე“ აღარ ვმუშაობ, მაგრამ ეს ცალკე თემაა)

3-პოლიტიკა არასოდეს ყოფილა ჩემი ინტერესის სფერო, პოლიტიკაზე კამათის უფლებასაც არ ვაძლევ საკუთარ თავს, იმიტომ, რომ არ არის ეს ჩემი საქმე და ვერც ვერკვევი!

მეტსაც გეტყვით, მეზიზღება მიტინგები- გადაკეტილი ქუჩები, ხმაური და შარდის სუნით აყროლებული მიმდებარე სადარბაზოები, საშინელ დისკომფორტს გვიქმნის იმ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს, მენდეთ.

ალბათ ჯობია, თუნდაც არქიტექტორმა ხაზოს პროექტები ისე, რომ მისთვის არ ჰქონდეს მნიშვნელობა დამკვეთის პოლიტიკურ ორიენტაციას!!
რეჟისორმა დადგას სპექტაკლები!დიახ, რეჟისორმა!!

პოლიტიკოსები მიხედავენ თავის საქმეს,ზოგი ცუდად, ზოგი- უკეთესად( ყველგან მარტო ცუდი ან მარტო კარგი არ არსებობს)
მეც შევეცდები განვაგრძო ცხოვრება,ჩემი საქმე ვაკეთო და დაგიმტკიცოთ,რომ
არ ვარ შარში !! ?
პ.ს რამოდენიმემ ისიც მითხრა: შენს გადაცემას ვერ ვუყურებ, ნაცების ტვ-ს ვერ ვიტანო!
მათაც დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის.

( არ მეგონა, კლარა ცეტკინი და როზა ლუქსენბურგი თუ მყავდა მეგობრებში)“, – წერს ეკა ჩხეიძე სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები