LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელია, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით, პარლამენტს ახალ ინიციატივას წარუდგენს

ეკა-ბესელია-123567

ეკა ბესელია პარლამენტს ახალ ინიციატივას წარუდგენს, რომელიც უკვე უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებს შეეხება.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, ინიციატივა რიგ რეგულაციებს ისახავს მიზნად, რომლისთვისაც კონსტიტუციური ცვლილებებია საჭირო. დეპუტატი დეტალებზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას უახლოეს დღეებში ექნება კონსულტაციები და ინიციატივის დეტალებს ამის შემდეგ გაასაჯაროებს.

“ვამზადებთ ახალ ინიციატივას, რომელზეც გვექნება კონსულტაციები და რამდენიმე დღეში გაგიზიარებთ გეგმას, რომელიც ეხება უკვე უვადოდ დანიშნული მოსამართლეების თემას, თუ რა სამართლებრივი რეგულაციები შეიძლება არსებობდეს. ამისთვის საჭიროა კონსტიტუციური ცვლილების გზა და ვნახავთ თუ ვინ დაუჭერს ამ ინიციატივას მხარს. ფაქტია, რომ მივადექით მნიშვნელივან საკითხს და საბჭოს დღევანდელი სხდომაც ადასტურებს, რომ ინიციატივა აბსოლუტურად სწორია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები