LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელია – მთავარი არის ის, რომ ევროსასამართლომ პატიმრობის პოლიტიკური მოტივი გამორიცხა

87

„აქ მთავარი არის ის, რომ ევროსასამართლოს ამ შემადგენლობამ პატიმრობის პოლიტიკური მოტივი გამორიცხა“, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას.

“საკნის ეპიზოდზე სასამართლომ დამაჯერებლად ის არგუმენტები მიიჩნია, რაც დაცვა წარადგინა. ეს არ ეხება არც გამამტყუენებელ განაჩენს, არც მის ბრალეულობას და არც პოლიტიკურ მოტივებს, რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა. კომპენსაციის თანხაც მხოლოდ ნაწილია დაკმაყოფილებული”, – განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ბრალეულობის საკითხს, ბესელია ამბობს, რომ პატიმრის საკნიდან გაყვანა, არ გაყვანა კავშირში არ არის პირის დამნაშავედ ცნობასთან. ეს არ ცვლის საქართველოს ეროვნულ დონეზე მიღებული არცერთი ისნტანციის განაჩენის კანონიერებას.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფომ მერაბიშვილთან მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია. საქმე ეხება მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები