LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელია არის ე.წ. ვირთხა, რომელსაც ნოდარ მელაძესთან გაჰქონდა ინფორმაცია – ვანო ზარდიაშვილი

983
ზარდიკაააააააა

“ეკა ბესელია არის ე.წ. ვირთხა, რომელსაც ნოდარ მელაძესთან გაჰქონდა ინფორმაცია”, – ეს განცხადება პარტია “ქართული ოცნების” წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, უმრავლესობის სხდომებიდან და მიმდინარე პროცესებიდან ინფორმაცია ეკა ბესელიას გაჰქონდა ნოდარ მელაძის მეშვეობით.

„ის ინფორმაციების გაჟონვა, რომელიც “ქართულ ოცნებაში” ხდებოდა ხოლმე, უკვე დადგენილია. ჩემი აზრით, უკვე უდავოა ეს ფაქტი. ეს იყო ეკა ბესელია. მას ჰქონდა პირდაპირი კავშირი ნოდარ მელაძესთან, რომლის მეშვეობითაც ჟონავდა ხოლმე უმრავლესობის სხდომებიდან ინფორმაცია. ამის დამადასტურებლად მე გეტყვით ერთ ფაქტს. იმ ცნობილი უმრავლესობის სხდომიდან, სადაც ეკა ბესელიასთან მიმართებაში დაისვა კორუფციაზე კითხვები, რატომღაც იმ სხდომიდან ინფორმაციას არ გაუჟონავს. მხოლოდ და მხოლოდ გამოვიდა ის ინფორმაცია, რომ ვითომ ირაკლი კობახიძემ მოუხადა ეკა ბესელიას ბოდიში. არადა, იმ შეხვედრაზე ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ ბესელიას, კორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. შესაბამისად, არ აწყობდა ბესელიას ამ ინფორმაციის გაჟონვა და უკვე ნათელია, რომ აქამდეც ყველა ინფორმაცია უმრავლესობის სხდომიდან და მიმდინარე პროცესებიდან გაჰქონდა ეკა ბესელიას. “რუსთავი 2”-მა იცოდა შიდა მიმდინარე პროცესები და ყველაფერი ჟონავდა”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

მისივე განცხადებით, ეკა ბესელია მხოლოდ კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, როგორც გუნდის შიგნით, ასევე მის გარეთ.

“დასტურდება, რომ ეკა ბესელია იყო ნოდარ მელაძესთან მიბმული ე.წ. ვირთხა, რომელსაც გააქვს ხოლმე შიგნიდან ინფორმაციები. საბოლოო ჯამში ნიღაბი ჩამოეხსნა ამ ქალბატონს, რომელიც როგორც გუნდის შიგნით, ასევე გუნდის გარეთ მხოლოდ კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და მას სხვა ინტერესი არ გააჩნია. მან ქვეცნობიერად ვერც კი გაიგო, რომ თავის პარტიის ფერად აირჩია დოლარის ფერი და ასე ეხვეწება თემიდას, რომ იქნებ ფული აშოვნინოს, მაგრამ ეკა ბესელია ვერ მიიღებს სასამართლოდან ფულის. მისი სახე არის ნათელი“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

კითხვაზე, თუ ეკა ბესელია კორუმპირებულია, მის წინააღმდეგ რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება, ზარდიაშვილი პასუხობს, რომ ამის დროც მალე დადგება.

„საზოგადოებას შეუძლია, სოციალური ქსელით დამიკავშირდნენ, მომწერონ ინფორმაცია, ეკა ბესელიასგან თუ არიან დაზარალებულები. ამ ინფორმაციას საზოგადოებას სრულად მივაწვდი. ჩემი შეფასებით, ეკა ბესელია ძალიან ახლოს არის კორუფციასთან”, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები