დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე პასუხობს ჟურნალ „გზის“ კითხვას, როგორ უმკლავდება მეორე ნახევართან, ექიმ კოტე მათითაშვილთან შექმნილ კრიზისებს ურთიერთობებში – შეგახსენებთ, რომ წყვილი ხშირად შორდება და რიგდება.
ეკა ბალანჩივაძე:
„ოო, ხან როგორ ვუმკლავდები, ხან – როგორ. შეიძლება, კონკრეტულ დროს შინაგანად ძლიერი ვიყო და მარტივად გავუმკლავდე; ზოგჯერ ძალიან სენსიტიური ვარ და გამკლავება მიჭირს. საერთოდ, ყოველთვის ასე ხდება: კონკრეტულ სიტუაციაში, ადამიანი საკუთარ თავს სხვადასხვანაირად ავლენს… მეტ-ნაკლებად ვახერხებთ, სტაბილური ურთიერთობა გვქონდეს, თუმცა რთულია…“
ფოტო: ახლად შერიგებული ეკა ბალანჩივაძე და კოტე მათითაშვილი ერთად ისვენებენ