LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ Maersk-ის ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი პირველი ბლოკ მატარებლები მივიღეთ

70
002_APM Terminals Poti photo

სატრანსპორტო სფეროში მომხმარებელთა საჭიროებების საპასუხოდ, Maersk-მა მომხმარებლებს ახალი სარკინიგზო-საზღვაო მომსახურება შესთავაზა, რომელიც აზიას და ევროპას ცენტრალური აზიის გავლით აკავშირებს.  

A.P. Moller – Maersk-ის ახალი სერვისის მიხედვით, მატარებელი ჩინეთის სხვადასხვა ლოკაციიდან ევროპას დაახლოებით 40 დღეში ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუმინეთის გავლით უკავშირდება.

„მომხმარებლების დღევანდელი საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენ მოვამზადეთ განახლებული სერვისი და ამით ხელს შევუწყობთ მიმდინარე ლოგისტიკური გამოწვევების შემსუბუქებას. შუა დერეფანი უზრუნველყოფს ალტერნატიულ და ეკოლოგიურ ინტერმოდალურ კავშირს აზიასა და ევროპას შორის. შუა დერეფნის სარკინიგზო მომსახურების 90%-ზე მეტი ელექტრიფიცირებულია,“ –  განმარტავს მაია პარლაგაშვილი, მაერსკის Intercontinental Rail-ის გლობალური პროდუქტის მენეჯერი.

ჩინეთსა და ყაზახეთს შორის მდებარე ხორგოსის საზღვრის გავლის შემდეგ, კონტეინერები სარკინიგზო გზით გადაადგილდებიან აქტაუს სადგურამდე, სადაც ისინი სატვირთო გემზე იტვირთებიან ბაქოში, აზერბაიჯანში გასაგზავნად, იქიდან კი კონტეინერები სარკინიგზო ხაზით მოემართება საქართველოში, ეიპიემ ტერმინალს ფოთში, სადაც კონეტინერები იტვირთება გემებზე კონსტანცის, რუმინეთის მიმართულებით. ამის შემდეგ, ტვირთი სარკინიგზო ხაზით მიემართება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეიპიემ ტერმინალს ფოთში მივიღეთ Maersk-ის ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი პირველი ბლოკ მატარებლები. ამ მარშრუტის დაარსება ხელს შეუწყობს ჩინეთისა და ევროპის დაკავშირებას სწრაფი, ეფექტური, საიმედო სერვისით, რაც თავის მხრივ ადასტურებს ეიპიემ ტერმინალს ფოთის მნიშვნელობას, როგორც შუა დერეფნის განვითარების ქვაკუთხედს,” – ამბობს იენ როულინსონი, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციული დირექტორი.

Maersk-მა აღნიშნული მარშრუტის განვითარება ჯერ კიდევ მარტში დაიწყო და უკვე აპრილში განახორციელა პირველი მარშრუტი ჩინეთიდან, რომელიც ძირითადად საავტომობილო და საყოფაცხოვრებო ინდუსტრიებს მოემსახურა.

„დერეფანს აქვს საკმარისი ტევადობა და ის მისცემს ჩვენს მომხმარებლებს საშუალებას იქონიონ საიმედო ალტერნატიული გადაზიდვის მარშრუტი მიწოდების ჯაჭვის გასაძლიერებლად,” – დასძენს მაია პარლაგაშვილი.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე:  https://www.facebook.com/Maersk/videos/780743632881183

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები