Reuters საფრანგეთის პოლიციიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პარიზში, ეიფელის კოშკზე ბომბის არსებობის საფრთხის გამო მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
ვიზიტორთა ევაკუაცია განხორციელდა როგორც სამი სართულიდან, ასევე მონუმენტის ქვეშ არსებული მოედნიდან.
ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.