LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეიფელის კოშკს ტერორისტებისგან მინის კედლით დაიცავენ

143

ეიფელის კოშკს ტერორისტებისგან მინის კედლით დაიცავენ. „გარდიანის“ ინფორმაციით, 2,5 მეტრის სიგრძის კედელი ტყვიაგაუმტარი იქნება და ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას სხვადასხვა საფრთხეს აარიდებს.

პარიზის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 20 მილიონი ევრო იქნება და მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ იდეას უამრავი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა. მათი აზრით, ეიფელის კოშკის სანახავად მილიონობით ადამიანი ჩამოდის, კედლები კი მათ ხილვადობას შეუზღუდავს და შესაძლოა, ტურისტთა ნაწილი დააფრთხოს კიდეც. თუმცა, იმაზე ყველა თანხმდება, რომ ტერორიზმის საფრთხე ძალიან დიდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები