ეიფელის კოშკის გარშემო ტყვიაგაუმტარი შუშის სამმეტრიანი კედელი დამონტაჟდება. ინფორმაციას le Figaro ავრცელებს.დამცავი კედელი იმ ორი მხრიდან დამონტაჟდება, საიდანაც ეიფელის კოშკს ქუჩები ეკვრის.
შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები პარიზში უკვე დაიწყო. უშუალოდ კედლის მონტაჟი 5 ოქტომბერიდან იგეგმება.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონუმენტის დაცვის მიზანი ტერორისტული თავდასხმებისგან იმ 6 მილიონი ტურისტის უსაფრთხოებაა, რომლებიც საფრანგეთის დედაქალაქს ყოველწიურად სტუმრობენ.
ცნობილია, რომ პროექტის ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.