საფრანგეთის სიმბოლოს – ეიფელის კოშკის 300-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი უკმაყოფილოები არიან ადმინისტრაციის მიერ დანარეგილი ახალი სისტემით, რომლითაც ვიზიტორებს კოშკის ლიფტის ბილეთი უნდა მისცენ. ამის შესახებ News24 წერს.
თანამშრომლები ამბობენ, რომ ცვლილებების გამო, ბილეთის მისაღებად ვიზიტორების გრძელი რიგი დგება. ეს კი იმითაა გამოწვეული, რომ ადმინისტრაციამ შესაძლებელი გახადა, ვიზიტორთა ნახევარმა ბილეთი ელექტრონულად შეუკვეთოს. აქამდე, დისტანციურად დამჯავშნელთა რაოდენობა მხოლოდ ვიზიტორთა 1/5 უნდა ყოფილიყო.
ეიფელის კოშკს ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს. ის საფრანგეთის ყველაზე პოპულარული ადგილია, ლუვრის მუზეუმის შემდეგ.