“ლივერპულმა” ჩემპიონის ტიტული შესაძლებელია ცარიელი ტრიბუნების თანხლებით მოიპოვოს და თან საჩემპიონო აღლუმიც გააუქმოს.
მიზეზი მარტივი გამოსაცნობია: კორონავირუსი.
არადა, თუ ვინმე გამოირჩევა ქომაგებით, ერთ-ერთი პირველი სწორედ მერსისაიდული გრანდია. თანაც გულშემატკივრები ქვეყნის პირველობას აგერ უკვე 30 წელია ელიან.
ასეთი ინფორმაცია კლუბთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა ჯეიმს პირსმა გამოიტანა.
“ლივერპულს” ცხრა მატჩი დარჩა პრემიერლიგაში ჩასატარებელი და საკმარისია ორი მოიგოს, რომ ჩემპიონობას გაინაღდებს.
BBC-ის ინფორმაციით, შარშან ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმზე 750 ათსი ადამიანი მივიდა.