ფრანგული მედიის მონაცემებით, წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა.
მეორე ტურში მაკრონის მეტოქე ულტრა-მემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენი იყო.
წინსწარი შედეგებით, ემანუელ მაკრონს ამომრჩეველთა 58%-მა დაუჭირა მხარი, მარინ ლე პენს კი – 42%-მა.
საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი არჩევის გზით, 5 წლის ვადით ირჩევენ.