ეგვიპტე მზადაა, ევროპას გაზის კრიზისის შემსუბუქებაში დაეხმაროს. შესაბამისი განცხადება ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ-ფატაჰ ელ-სისიმ გააკეთა, ინფორმაციას კი „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
„ამჟამინდელი გათხევადების ქარხნებით, ეგვიპტეს შეუძლია ბუნებრივი აირის ექსპორტი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვიდან. თუ ეგვიპტეს შეუძლია გარკვეული როლი შეასრულოს ნებისმიერი კრიზისის შერბილებაში, ის მზად არის ამისათვის”,- განაცხადა ელ-სისიმ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, Gazprom-მა ევროპის 3 ქვეყანაში, რომელიც მისგან ბუნებრივ აირს ყიდულობს, მიწოდებაზე ფორსმაჟორი გამოაცხადა. ეს ნაბიჯი შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, რომ რუსული კომპანია მიწოდების შეზღუდვის გაგრძელებას გეგმავს.