LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეგ პარლამენტი არის შაპიტო, მანდ არაფერზე არ უნდა მიხვიდე” – ჯაფარიძე ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენებზე

97
ზურა ჯაფარიძე

ეგ პარლამენტი არის შაპიტო. მანდ არაფერზე არ უნდა მიხვიდე, – ასე ეხმაურება პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენებს.

“ომბუდსმენობის რამდენიმე კანდიდატის ’საპარლამენტო მოსმენის’ ნაწილს ვუყურე

1. ეგ პარლამენტი არის შაპიტო. მანდ არაფერზე არ უნდა მიხვიდე.

2. თუ მაინც მიხვედი, უნდა გეყოს ერთი ადგილი და პირში უთხრა რომ მაგათ გამოა რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები უნიტაზშია. ანუ, რომ &₾ეები არიან ამ ამბავში. არ უნდა შეიკავო ამის პირდაპირ თქმისგან თავი იმის იმედად რომ იქნებ, ვაიდა აგირჩიონ”, – წერს ზურა ჯაფარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები