LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეფ ბი დი“ საკონდიტრო ნაწარმის დამატებას შეძლებს

561

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს, კიდევ ერთი საწარმო, შპს „ეფ ბი დი“ შეემატა, რომელიც საკონდიტრო ნაწარმის წარმოებას შეძლებს.

კომპანია, რომელიც ქ.თბილისი, ვარკეთილის 3 მ/რ 4 კვარტლის მიმდებარედ  მდებარეობს, პრემიუმ ხარისხის პურ-ფუნთუშეულს აწარმოებს, ხოლო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, გაფართოებასა და წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას, კერძოდ საკონდიტრო ნაწარმის დამატებას შეძლებს. საწარმოში სადაც 10 ადამიანია დასაქმებული, გაფართოების შედეგად კი დამატებით 5 ადამიანი დასაქმდება.

აღნიშნული საწარმო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კერძოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში,  საკონდიტრო ნაწარმის დამზადებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიის მანქანა-დანადგარების შეძენას შეძლებს, რაც მას საშუალებას მისცემს მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მიაწოდოს ადგილობრივ ბაზარს.  პროგრამის  ფარგლებში კი, პირველი 2 წლის განმავლობაში მისი სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 274 777 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები