აკა სინჯიკაშვილმა თბილისში დარჩენილი ბავშვებისთვის, ერთ-ერთ ეზოში საცურაო აუზი დაამონტაჟა. როგორც სინჯიკაშვილი წერს, ამბავი გარდაცვლილი დიტო ტატიშვილის ხსოვნას ეძღვნება, რომელმაც საზოგადოებას თავი გასულ წელს დაამახსოვრა, როცა დიდ დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრები ბავშვებისთვის საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, რათა ბავშვებს ცხელ დღეებში გაგრილება შესძლებოდათ.
მამაკაცი, რომელმაც დიღომში ბავშვებს აუზი მოუწყო, გარდაცვლილი იპოვეს
დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში, უბნის ბავშვებს კოპრუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დიმიტრი ტატიშვილს ცოლი და 4 შვილი დარჩა. მან საზოგადოებას თავი ორიოდე თვის წინ დაამახსოვრა, როცა დიდ დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრები ბავშვებისთვის საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში […]
“ერთერთ ეზოში ბავშვებს, რომლებიც თბილისში არიან, საცურაო აუზი დავუდგით ? რამდენი უბანია თბილისში, ათ- ათი ლარი რომ შეკრიბოთ, ყველგან გაახარებთ ბავშვებს ❤ ვერც წარმოიდგენთ რა ბედნიერები არიან ? არ დაგეზაროთ, არაფერი არ უნდა ამის გაკეთებას ❤ ეს ამბავი ეძღვნება გარდაცვლილი დიტო ტატიშვილის ხსოვნას, რომელმაც შარშან ზაფხულში, თავის უბნის ბავშვებს დაუდგა ეზოში აუზი და მთელი უბანი გააბედნიერა ❤ გაახარეთ ბავშვები, ამაზე ბედნიერი საყურებელი არაფერი არ არის ??”- წერს აკა სინჯიკაშვილი
შეგახსენებთ, დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც 2018 წლის ზაფხულში , უბნის ბავშვებს კოპრუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, ამ ამბიდან ორ თვეში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ნოდიკო ტატიშვილი დიტო ტატიშვილის შესახებ: „ძალიან თბილი და წესიერი ადამიანი იყო...“
ნოდიკო ტატიშვილი წერს დიმიტრი ტატიშვილის შესახებ, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სამი წლის წინ გაივცნო და გამოხატავს გულისტკივილს მისი გარდაცვალების გამო. შეგახსენებთ, რომ დიტო ტატიშვილმა საზოგადოების კეთილგანწყობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც თავის ეზოში ბავშვებისთვის აუზი გააკეთა… ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, რის გამოც სოციალურ ქსელში მწუხარება უამრავმა ადამიანმა გამოხატა. ნოდიკოც მათ შორისაა: „ეს ბიჭი დიტო ტატიშვილია! […]