LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ედემი“ – თევზაობისა და ნადირობის ინოვაციური სივრცე: რა ელოდება სტუმარს ლაგოდეხში

286
Capture64656465

ლაგოდეხის რაიონში, ულამაზეს სოფელ აფენში დასვენებისა და განტვირთვის მსურველებს სათევზაო და სამონადირეო მეურნეობა „ედემი“ ელის. განსაკუთრებულ ლოკაციას ფრინველისა და ნადირის მრავალფეროვნება კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
ტერიტორიაზეა ძვირფასი სახეობის თევზი, ასევე კურდღელი, ხოხობი, ღორი… ჩასულ სტუმრებს ნატურალური ტყის რესურსით გაზრდილი პროდუქციით გაუმასპინძლდებიან.
გეგმაშია გამრავალფეროვნება, სურთ კაკაბის მოშენება, მეტი სილამაზისთვის ტერიტორიაზე შველის ყოლა.

იქვეა დიდი მოცულობის ბაღი, სადაც იგეგმება მოსავლის მოყვანა და რაც მნიშვნელოვანია, ადგილზე მოყვანილი ბოსტნეული უფასო იქნება და დამსვენებლებს საშუალება ექნება ადგილზე მოკრეფილი, ნატურალური პროდუქტი მიირთვან.

მომხმარებელს საკუთარი ხელით დაჭერილი თევზის მომზადებაც შეეძლება. ადგილზე არის მაყალი, თონე, გადასაადგილებელი მაგიდები… სტუმრებს შეუძლიათ კარავი გაშალონ და ღამითაც დარჩნენ. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე მეთვალყურეობა და უსაფრთხოება მაღალ დონეზეა.


მრავალფეროვანი სერვისი

„ედემი“ ვიზიტორებს ორ სერვისს სთავაზობს – მონადირეებისთვის და მეთევზეებისთვის.

ნადირობა
სანადიროდ ჩასულ ჯგუფს პროფესიონალები ადგილმდებარეობას, ნადირობის წესებს აცნობენ, რათა ნადირობასთან დაკავშირებული ყველა რისკი აიცილონ თავიდან. მეურნეობაში მონადირისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაა მოწყობილი და ადგილზე ჰყავთ გარეული ღორებიც. საჭიროების შემთხვევაში რეინჯერებიც მუდმივად ხელმისაწვდომი არიან.

თევზაობა

სტუმრებს ტყით შემორტყმული ულამაზესი ტბა ელოდებათ, სადაც განტვირთვისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
მსურველებს მეურნეობაში ღამის გასათევად დარჩენაც შეუძლიათ, ლოკაცია მათ ამ სერვისსაც სთავაზობს.

„ედემის“ სტუმრები

„ედემის“ სტუმრები ძირითადად ქართველები არიან, თუმცა სივრცის ცნობადობის ზრდასთან ერთად უცხოელი ტურისტების რაოდენობაც იმატებს. გარდა სამონადირეო და სათევზაო მიმართულებებისა მეურნეობა ისტორიული თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესოა. „ედემის“ ტერიტორიაზე ჩვ.წ.აღ 4500 წლის დროინდელი სამარხებია აღმოჩენილი.

„ედემის“ სამომავლო გეგმები

„ედემის“ ტერიტორია 500 ჰექტარს მოიცავს და სამომავლოდ ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად განვითარება იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები