LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედ შირანი, დრეიკი და ჯასტინ ბიბერი – მუსიკოსების 10 წლიანი გამოწვევა

221
entertainment-drake-justin-bieber-selena-cover

წლის ბოლო დადგა და კიდევ ერთი ათწლეულიც სრულდება. უკანასკნელ დღეებში უამრავი დასკვნა იდება და მუსიკალურ ინდუსტრიაში დიდი შეჯამებების ჟამიც დადგა. „ათწლეულის არტისტი,“ ათწლეულის ჰიტი, “ათწლეულის ვიდეოკლიპი“ და ა. შ…

„ფორტუნა პლუსი“ ათწლეულის სამი ტიტულოვანი არტისტის შესახებ მცირე რევიუს გთავაზობთ

ედ შირანი

ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი, რომელმაც სადებიუტო ალბომი 2010 წელს გამოუშვა, მისი ვარსკვლავური კარიერაც სწორედ მაშინ დაიწყო და ბრიტანეთში შვიდგზის პლატინის მფლობელიც გახდა. აივორ ნოველოს ჯილდოს მფლობელი, წლის აღმოჩენა და საუკეთესო მამაკაცი სოლო შემსრულებლის ტიტული. ეს არის ედ შირანის 10 წლიანი მონაპოვარი.

ჯასტინ ბიბერი

ბიჭი, რომელიც ჩვენს თვალწინ გაიზარდა – „იუთუბით“ დაწყებული კარიერა და კომპოზიოციები, რომლებმაც შეიძლება ითქვას, ააფეთქა მუსიკალური ჰიტ-აღლუმები. მისმა ვიოდეოებმა რეკორდები დაამყარეს და უკან ლედი გაგაც ჩაოიტოვეს. აღსანიშნავია, რომ ჯასტინ ბიბერი გახდა პირველი პოპ-შემსრულებელი, რომლის ერთდროულად შვიდი სიმღერა ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ ჩარტში „ბილბორდ ტოპ 100-ში“ მოხვდა.

დრეიკი

დრეიკის სადებიუტო ალბომი Thank Me Later ზუსტად 10 წლის წინ გამოვიდა და  ბილბორდ 200-ში მოწინავე პოზიციაზეც მალევე განთავსდა.
არტისტის პირველმა ალბომმა ოთხმაგი, ხოლო მეორემ – სამმაგი პლატინის სტატუსი მიიღო. ამასთან, ალბომმა Take Care-მა მას გრემის ჯილდო მოუტანა. მას მოჰყვა კიდვე ორი მიქსტეიპი, რომელბმაც პლატინის სტატუსი მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები