LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედ შირანი და კამილა კაბეიო უკრაინისთვის იმღერებენ

162
Untitledytytty

ბოლო კვირების განმავლობაში არაერთმა არტისტმა გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინას. ზოგიერთმა კონცერტი გააუქმა, ბევრმა მათგანმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საკუთარი  მუსიკა ყველა პლატფორმიდან წაშალა.

„პუტინი უნდა წავიდეს!“ – ლეგენდარული ჯგუფი Pink Floyd რუსულ და ბელარუსულ პლატფორმებზე თავის მუსიკას წაშლის

„ვლოცულობთ, რომ ამ შეშლილ სიტუაციას მალე მოეღოს ბოლო“ – ნიკ ქეივი პროტესტს უერთდება და მოსკოვში კონცერტებს აუქმებს

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ედ შირანი და კამილა კაბეიო სხვა ვარსკვლავებს შეუერთდნენ და საქველმოქმედო კონცერტში, ITV მიიღებენ მონაწილეობას.

„გული საშინლად მტკივა უკრაინელი ხალხის გამო“, – აცხადებს 29 წლის პოპ-ვარსკვლაი კამილა კაბეიო.

ცნობისთვის, კონცერტი 29 მარტს, ბირმინგემში, Resorts World Arena-ზე ჩატარდება.

„რუსი ხალხის უდიდესი ნაწილი ეწინააღმდეგება ამ ულმობელ ქმედებებს“ – Placebo მოსკოვში დაგეგმილ ფესტივალს ეთიშება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები