LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეჭვი მეპარება, რომ ამ ორ ადაიანს თავისი ნებით გადაემალა ეს საბუთები“ – ქართული ოცნების წევრი ნიოლოზ სამხარაძე მელაშვილი-ილიჩოვას საქმეზე

212
nikoloz-samxaraze

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დეამრკაციის გახმაურებულ საქმეში ბრალდებულების წრის გაზრდას არ გამორიცხავს ქართული ოცნების ახალი სახე ნიკოლოზ სამხარაძე.

პარტიული სიის ოცეულის წევრი ამბობს, რომ სხვა შესაძლო დამნაშავეები გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა თავად თვლის, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ მიიღებდნენ.

„მე ეჭვი მეპარება, რომ ამ ორ ადამიანს თავისი ნებით გადაემალა ეს საბუთები. საექსპერტო კომისიის დონეზე ასეთი საკითხები არ წყდება”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა „რეალურ დროში“.

„ქართულ ოცნების“ წევრი ოპონენტებს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საკითხის პოლიტიზირება ოპოზიციამ დაიწყო.

„საკითხის პოლიტიზირება სწორედ ოპოზიციამ დაიწყო. პირველი განცხადება, რომელიც საქმესთან დაკავშირებით გაკეთდა იყო უხმაურო, ჩვენ ვთქვით, რომ ახალი გარემოება გაჩნდა და ამის შესახებ ვაცნობეთ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს“,- განაცხადა ნიკოლოს სამხარაძემ.

მისივე განმარტებით, აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმის შესახებ 24 სექტემბერს უკვე იცოდა. საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ინფორმაცია ქართველმა კოლეგამ ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყებამდე, 3 დღით ადრე მიაწოდა.