LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეჭვი გვაქვს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს არითმეტიკასთან აქვთ პრობლემა – მაია ბითაძე

102

უკვე საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს არითმეტიკასთან აქვთ პრობლემა, იმიტომ, რომ ციფრები, რომელიც მოცემულია განახლებული გენერალური გეგმის პროექტში, ნათლად აჩვენებს იმას, რომ რეკრეაციული და არასამშენებლო ტერიტორიების რაოდენობა გაზრდილია თბილისის მასშტაბით, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის პროექტის განხილვამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მაია ბითაძე გამოეხმაურა ოპოზიციის მოსაზრებას, რომ თბილისში შემცირებულია ტერიტორიების გამწვანება და ამის ნაცვლად გაზრდილია მასშტაბური მშენებლობები. ამ კონტექსტში მაია ბითაძემ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ისაუბრა, სადაც ორანჟერიისა და საგამოფენო ცენტრის მოწყობა იგეგმება.

“ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია 7 ჰექტრამდე იზრდება და აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება კერძო მესაკუთრეებისგან ტერიტორიის გამოსყიდვასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, როდესაც აპელირება ხდება 2006 წლის საკრებულოს გადაწყვეტილებაზე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხაზი უნდა გაუსვან იმას, რომ 2011 წელს შეეცვალა იმ ტერიტორიას სტატუსი, სადაც დღეს “კია მოტორსის” ცენტრია განთავსებული და ტყე-პარკისთვის აბსოლუტუურად შეუსაბამო ნაგებობა აშენდა, გაიჩეხა მცენარეები. დღეს კი, ამ ადგილას იგეგმება ორანჟერიისა და საგამოფენო ცენტრის მოწყობა, რომელიც აბსოლუტურად შეერწყმის დიღმის ტყე-პარკის ეკოსისტემის ნაწილს, რომელიც 7 ჰექტითაა გაზრდილი,” – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, ქალაქის გენერალურ გეგმაში, თუ რაიმე სახის უზუსტობები აღმოჩნდება, ის დაკორექტირდება.

“როდესაც დოკუმენტი წარმოვადგინეთ, ხაზიგაესვა იმას, რომ შესაძლოა იყოს რაიმე უზუსტობები.ზუსტად ამიტომ მიმდინარეობს ამდენი განხილვა საკრებულოში სპეციალისტებთნ ერთად. ამიტoმ, იქ სადაც აღმოჩნდება უზუსტობები, ის აუცილებლად დაკორექტირდება.თუმცა, უკვე წარმოდგენილი დოკუმენტით რეკრეაციული და არასმშენებლო ტერიტორიების რაოდენობა ძალიან გაზრდილია. 6 მლნ. კვ. მეტრი სამშენებლო ტერიტორიიდან გადაყვანილია არასამშენებლო ტერიტორიაში,” – განაცხადა ბითაძემ.

თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს,სადაც საკრებულოს წევრები სპეციალისტებთან ერთად, დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მსჯელობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები