ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინელი, მამაცი ადამიანები თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავენ ევროპულ ღირებულებებს და ეჭვგარეშეა, რომ ისინი ევროპულ ოჯახს ეკუთვნიან.
„ეჭვგარეშეა, რომ ეს მამაცი ადამიანები, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენს ღირებულებებს, ევროპულ ოჯახს ეკუთვნიან“, – განაცხადა ლაიენმა.
მისი თქმით, ბლოკს შეუძლია უზრუნველყოს უკრაინელი ლტოლვილების დაცვა, დაბინავება, სამუშაო ადგილებზე წვდომა.
„ეს არ არის მხოლოდ თანაგრძნობის აქტი ომის დროს, არამედ ეს ასევე არის ჩვენი, როგორც ევროპელების მოვალეობა“,- აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ უკრაინა, ომის დაწყების დროიდან მინიმუმ მილიონმა ადამიანმა დატოვა.