LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეჭვგარეშეა”, რომ კიევი კვლავ რუსეთის “მთავარი სამიზნეა: კლიჩკო

90
1648095833-კლიჩკო

“ეჭვგარეშეა”, რომ კიევი კვლავ რუსეთის “მთავარი სამიზნეა”. – ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან თავდასხმა შესაძლოა ნებისმიერ წამს მოხდეს.

კლიჩკომ კიევში დაბრუნებულ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

“როგორც კიევის მერი, მე ვეუბნები ნებისმიერს, ბოდიში, ეს თქვენი პირადი რისკია, მაგრამ გარანტიას ვერ მოგცემთ… ამდენი ხანია უკრაინაში ომია, გარანტიას ვერც ერთ უკრაინელს ვერ მოვცემთ”.

კლიჩკომ თქვა, რომ ახლა მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა. მისი თქმით, უკრაინა პარტნიორების, აშშ-სა და ევროპის გარეშე ვერ გადარჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები