2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების არჩევასთან დაკავშირებული საეჭვო ფინანსური ოპერაციების რიცხვი 152-მდე გაიზარდა.
დეკემბერში თქვეს, რომ გამოძიების ფარგლებში საეჭვო გარიგებებმა 133-ს მიაღწია. ”დღეისათვის გამოვლენილია ფეხბურთთან დაკავშირებული 152 ოპერაცია, რომელზეც გამოძიება გრძელდება”, – წერს Reuters პროკურატურის პრეს-მდივანზე დაყრდნობით.
მაისის ბოლოს შვეიცარიის პოლიციამ დაიწყო გამოძიება, რომელიც რუსეთისა და ყატარის მასპინძელ ქვეყნებად არჩევას ეხება და ეს მომდინარეობს ფიფას ეთიკის კომიტეტეის ექს-თავკაცის მაიკლ გარსიას მონაცემებიდან.
არჩევნებთან დაკავშირებული სკანდალი ჯერ კიდევ 2014 წელს აგორდა. ფიფამ საკუთარი გამოძიება ჩაატარა და განაცხადა, რომ არჩევნების პროცესში დარღვევები ვერ აღმოაჩინა.