ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას ელის, რასაც ექსპორტისა და ტურიზმის მაჩვენებლების გაუმჯობესებას უკავშირებს.
ბანკის ახალი პროგნოზით, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ამდე გაიზრდება. წინა პროგნოზთან შედარებით ზრდა 0.6 პროცენტული პუნქტია. EBRD მომდევნო წელს საქართველოში ასევე 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება რაც მაისის პროგნოზთან შედარებით 0,3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, EBRD აზერბაიჯანში 0.5%-იან ვარდნას ვარაუდობს, სომხეთში 3.5%-იან ზრდას, რუსეთში 1.8%-იან ზრდას, ხოლო თურქეთში 5.1%.