LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EBRD-ი ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის €28 მლნ-ს გამოყოფს

128
ჰესი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის დამატებითი რეაბილიტაციისთვის 28 მილიონ ევროს გამოყოფს. აღნიშნული ფინანსური პაკეტი მოიცავს 7 მილიონი ევროს გრანტსაც, შესაბამისად, მთლიანად ფინანსური პაკეტის მოცულობა 35 მილიონი ევროა.

ენგურჰესი საქართველოს ენერგეტიკული სისტემის უმსხვილესი გენერაციული ობიექტია, რომლის დადგმული სიმძლავრეც 1300 მეგავატს შეადგენს.

EBRD-ის აღნიშნული დაფინანსებით განხორციელდება კაშხლის სტრუქტურული მდგრადობისთვის საჭირო გრძელვადიანი სამუშაოები – ეს მოიცავს მიწისქვეშა გვირაბებისა და მილსადენის შეკეთებას, გარდა ამისა, ინვესტიციის დახმარებით, შემცირდება წყლის გაჟონვა სათავე გვირაბში და ხელი შეეწყობა დამატებითი განახლებადი ენერგიის წარმოებას. ეს თანხები ასევე მოხმარდება ინფრასტრუქტურის, მათ შორის, გზების მშენებლობას კაშხლის მონიტორინგისათვის, შეიქმნება თევზსავალი სივრცეებიც იმისთვის, რათა ენგურის ზედა და ქვედა ნაწილებში აკვაკულტურა განვითარდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები