LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ებოლას ეპიდემიისას წითელი ჯვრიდან $5 მილიონი დაიკარგა

121

წითელ ჯვარში აღიარეს, რომ ებოლასთან ბრძოლისას 5 მილიონი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სტატიიდან ირკვევა, რომ დასავლეთ აფრიკაში, მაშინ, როცა ებოლას ეპიდემია მძვინვარებდა, თანხები, ძირითადად,  სამედიცინო ინსტრუმენტების არაადეკვატურად მაღალ ფასად შეძენისას მიითვისეს.გამოძიების მსვლელობისას აუდიტორებმა ასევე აღმოაჩინეს არარსებული თანამშრომლების ხელფასები და ყალბი საბაჟო ანგარიშები.

ებოლას აფეთქებამ 2014-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში 10 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინ ეპიდემიასთან ბრძოლის მიზნით, კოლოსალური თანხების მობილიზება მოხდა. წითელმა ჯვარმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით $100 მილიონის მოგროვება შეძლო.

ორგანიზაცია ბოდიშს იხდის ჰუმანიტარული მიზნიტ განკუთვნილი თანხის დაკარგვის გამო და პირობას დებს, რომ ფინანსებს უფრო მკაცრად გააკონტროლებს, შესაბამისს პირებს კი სამართლებრივი დევნა ელით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები