LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

eBay-ზე გამოძიების ფედერალური ბიუროს ფურგონი იყიდება

160

eBay-ზე ფურგონი Dodge Ram იყიდება, რომელიც ეფ-ბი-აი-ს ეკუთვნოდა და გარე თვალთვალისთვის გამოიყენებოდა. ავტომობილში შენარჩუნებულია ყველა ჯაშუშური აღჭურვილობა, ასევე რამდენიმე ჩამწერი ღილაკი და თვალთვალის ამსახველი ფირებიც კი.

როგორც გამყიდველი ირწმუნება, ფურგონი გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სულ ახალი, სადილერო ცენტრში შეიძინა, შემდეგ კი სპეციალური სათვალთვალო საჭიროებებისთვის გადააწყო.

ავტომობილში სამი დამატებითი აკუმულატორია განთავსებული, ასევე არის კონდინციონერი და სალონის უკანა ნაწილის გათბობა, ორი LCD-ეკრანი, DVD-დამკვრელი, ვიდეო და ხმის ჩამწერი სტუდია გამაძლიერებლებითა და რადარებით. ასევე, ავტომობილს აქვს ავზები პროპანით, ტუალეტი და დამატებითი საკეტები კარებზე.

1989 წელს გამოშვებულ ფურგონს გამოძიების ფედერალური ბიუროს შემდეგ მხოლოდ ერთი მფლობელი ყავდა. ავტომობილის გარბენი 37,8 კილომეტრია. მწარმოებელი ირწმუნება, რომ ავტომობილი სახელმწიფო აუქციონიდან იყიდა და შესანიშნავ ტექნიკურ მდგომარეობაშია.

გარდა ამისა, გამყიდველს აქვს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ავტომობილი დანამდვილებით გამოძიების ფედერალურ ბიუროს ეკუთვნოდა, ავტომობილს მოყვება ინსტრუქციაც ტექნიკის სამართავად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები